„15 წლის არასრულწლოვანი გარდაიცვალა… ვიზიარებ მისი ოჯახის და ახლობლების უსაზღვრო მწუხარებას…“

სახალხო დამცევლი ნინო ლომჯარია 15 წლის მოზარდის გარდაცველებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

„15 წლის არასრულწლოვანი გარდაიცვალა… ვიზიარებ მისი ოჯახის და ახლობლების უსაზღვრო მწუხარებას… ეს შემთხვევა მთლიანად საზოგადოების ტრაგედიაა, რადგან კიდევ ერთხელ ვერ შევძელით დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე.

მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატს დაწყებული აქვს საქმის მრავალმხრივი შესწავლა. ჩვენ მივმართეთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს. ჩვენი მანდატის ფარგლებში მონიტორინგს გავუწევთ როგორც მიმდინარე გამოძიების პროცესს, ასევე, შევაფასებთ, რატომ არ იყო გადადგმული შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი უწყებებისა და პირების მხრიდან ბავშვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის კუთხით“.

15 წლის მოზარდი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებული პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის შენობიდან წუხელ კლინიკაში გადაიყვანეს, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

გამომძიებელი კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

მარიანა ჩოლოიანი შეუძლოდ დაკავების შემდეგ გახდა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

12 დეკემბერს, დიღმის მასივში მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.

ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო.

„მწვანე სკოლაში“ ინციდენტის გამო 2 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერეს.