მამუკა მდინარაძე ნაციონალურ მოძრაობას: ნიკა მელია, შენ დაჯექი! შენ ხარ მთავარი უბედურება ამ ქვეყნის მიხეილ სააკაშვილთან ერთად

საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა ჩხუბით დაიწყო. დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ფრაქცია „ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის წევრს“ ნიკა მელიას სიტყვიერად დაუპირისპირდა. მდინარაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა:

„ეს არის ჩვეულებრივი გაგრძელება იმ დესტრუქციის, რომელიც ამ ადამიანებმა დაიწყეს. სხვა მიზანი ამ ადამიანებს არ ააქვთ და ძალიან გთხოვთ, ვიდრე ესეთ ფრთიან ფრაზებს ისვრით, პასუხისმგებლობა აიღეთ იმაზე რაც გააკეთეთ, რასაც აკეთებთ და რასაც მოჰყვა ის საშინელება, რასაც მოჰყვა. ის საშინელება. რაც ხდება ამ ქვეყანაში. ხმას დაუწიეთ, ნუ კივით. არ მოგწონთ ხომ ეს ამბავი? რაც გააკეთეთ, როგორ ისარგებლეთ ადამიანების გულწრფელი ემოციით და როგორ გინდათ დესტრუქცია! როგორ გინდათ გადატრიალებები ამ ქვეყნაში. ეს გინდათ, მეტი მიზანი არ გაქვთ. ნიკა მელია, შენ დაჯექი! შენ ხარ მთავარი უბედურება ამ ქვეყნის მიხეილ სააკაშვილთან ერთად“, – განაცხადა მდინარაძემ.

დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა, რომელიც ჩხუბით დაიწყო. ხმაური გამოიწვია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნამ, დღის წესრგიში შევიდეს მათ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსთაველზე განვითარებული მოვლენების გამო შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას ითვალისწინებს.