20 ივნისს დაშავებული დავით გრიგორიანი მკურნალობას საზღვარგარეთ გააგრძელებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ დროისათვის საავადმყოფოებში 20 ივნისის ღამეს დაშავებული 4 ადამიანი მკურნალობს, 5 კი – მკურნალობის კურსს საზღვარგარეთ გადის.
„ჩვენ გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა და კარგი შედეგი, ვინაიდან ამ ეტაპზე საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს მხოლოდ ოთხი პაციენტი და მათი მდგომარეობა არის სტაბილური და დამაკმაყოფილებელი. ხუთი პაციენტი იმყოფება საზღვარგარეთ და ისინი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არიან ჩვენი მხრიდანაც და ასევე, ჩვენი პარტნიორი კლინიკების მხრიდანაც. ჩვენ გვაქვს მუდმივი ინფორმაცია პაციენტების ჯანმრთელობის შესახებ,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ტიკარაძემ განაცხადა, რომ დავით გრიგორიანი მკურნალობას საზღვარგარეთ განაგრძობს. გრიგორიანს 20 ივნისის ღამეს ტყვია თავში მოხვდა და თავის ქალა ჩაუმსხვრია.