24-30 ივნისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირის პირველ ნახევარში, სჯობს სერიოზული არაფერი დაგეგმოთ. ეს ის დროა, როდესაც კონცენტრაციის მიღწევა რთულდება, ხოლო შეცდომების დაშვება, მარტივია. ამ დროს ემოციური ფონი არასტაბილური ხდება და ხშირია ხასიათის ცვალებადობა. ეცადეთ, წვრილმან პრობლემებზე დრო არ დახარჯოთ და უფრო პროდუქტიული საკითხებით დაკავდეთ.

თანდათან სიტუაცია დასტაბილურდება. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი სასიყვარულო სფეროში იქნება. ურთიერთობები ჰარმონიულ ელფერს შეიძენენ.

წყვილებს, რომელთაც ჭეშმარიტი გრძნობები აკავშირებთ, ურთიერთგაგების დონე მაღალი ექნებათ და ერთობლივ მოქმედებებზე მოლაპარაკების წარმოება გაუადვილდებათ.

კვირის ბოლო რამდენიმე დღეს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. ამ დროს დიდი შანსია, რაღაცა მნიშვნელოვანი გაიგოთ.