33 წლის მამაკაცი, რომელიც ფიდერზე აღდგენით სამუშაოებს ატარებდა, დენის დაარტყმის შედეგად გარდაიცვალა

33 წლის მამაკაცი ტრანსფორმატორზე ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოების შესრულების დროს დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
გარდაცვლილი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) თანამშრომელია.
შემთხვევა  გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მოხდა.
მამაკაცი ქვესადგურების ჯგუფის უფროსად მუშაობდა, ის ფიდერზე აღდგენით სამუშაოებს ატარებდა. იგი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.
როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება 240 – ე პრიმა მუხლის მე 2 ნაწილით მიმდინარეობს.