40 დღე გავიდა…

18 მაისს 40 დღე შეუსრულდა ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ ასმათ შუკაკიძის გარდაცვალებიდან.

ექიმი-ანატომი ასმათ შუკაკიძე დაიბადა 1948 წლის 18 ნოემბერს. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1973-1977წწ. იყო შრომის ჰიგიენისა და პროფდაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტუტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი;

1977-1995წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ანატომიის კათედრის ასისტენტი;

1995 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი.

ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომისა.