კახა დავითური: „გვინდა, გამოძიებამ გასცეს პასუხი, რა მოხდა“

„მწვანე სკოლის“ დირექტორი კახა დავითური აცხადებს:

„სკოლის ყოფილი მოსწავლის, 15 წლის მოზარდის საქმეზე მის ხელთ არსებული ყველა სახის ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მივაწოდე.

გვინდა, გამოძიებამ გასცეს პასუხი, რა მოხდა. არ მინდა, ჭორებით ვისაუბრო. მე რაც ვიცი და ვიცოდი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ყველაფერი ვთქვი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქცია არის, გამოიძიოს ეს საქმე, ნათელი მოჰფინოს ყველაფერს. ჩემი ფუნქცია არის, რომ ბავშვები დავიცვათ, ვინც ვერ დავიცავით სახელმწიფომ, ჩვენ, პირადად მე. სკოლაში მომხდარი ინციდენტი ადმინისტრაციული საქმე იყო.

არ იყო ისე, რაიმე ზეწოლა მომხდარიყო, კრიმინალი ყოფილიყო. პოლიციას აქვს თავისი დღის წესრიგი. ის, რომ ეს იყო არასრულწლოვანი და მოდი, მე აღარ ვიჩივლებ – ეს დღის წესრიგში არ იდგა“.

15 წლის მოზარდი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი. ის სახელმწიფო ინსპექტორის შენობიდან წუხელ კლინიკაში გადაიყვანეს, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

გამომძიებელი კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

მარიანა ჩოლოიანი შეუძლოდ დაკავების შემდეგ გახდა, რის გამოც მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

12 დეკემბერს, დიღმის მასივში მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.

ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო.

„მწვანე სკოლაში“ ინციდენტის გამო 2 სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერეს.