7 ივნისს დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლა გაიმართება

7 ივნისს, 9:00 საათიდან, დავით-გარეჯის საკითხზე, მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლა გაიმართება.
„ქართველებო, გარეჯელებო, მამულიშვილებო! როგორც იცით, დავით-გარეჯის პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.
გარეჯს ჩვენი თანადგომა და ერთიანობა სჭირდება. გარეჯის წართმევის უფლება არავის მივცეთ!
ამიტომ 7 ივნისს, დილის 09:00 საათზე ვიკრიბებით საგარეჯოს კულტურის სახლთან, მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობის მოსაწყობად, კახეთის გზატკეცილისკენ.
მოვითხოვოთ პასუხები! შემოგვიერთდით!“ – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის: ქართულ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებების მიუხედავად, დავით-გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა ისე გადაკეტილია.