Air Astana“-მ თვითმფრინავის შერემეტიევოში საავარიო დაფრენასთან დაკავშირებული მონაცემები უარყო

ავიაკომპანია „Air Astana“ იუწყება, რომ თვითმფრინავი, რომელმაც რეისი ნურსულთანი-მოსკოვი შეასრულა, შერემეტიევოს აეროპორტში ჩვეულ რეჟიმში დაფრინდა.

16 მაისს კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბორტი „экстренно“, ძრავის გაუმართავობის გამო დაფრინდა.

კომპანიაში აღნიშნეს, რომ თვითმფრინავს „გადადებული დეფექტი“ ჰქონდა, რაც მაინც იძლეოდა მისი შემდგომი ექსპლუატაციის საშუალებას, თუმცა ამის გამო ლაინერი, 40 წუთით შეფერხდა.