„Ford Motor“-ი და ამერიკული კომპანია „Agility Robotics“-ი მომავალი წლიდან რობოტების ტესტირებას იწყებს

„Ford Motor“-მა და ამერიკულმა კომპანიამ „Agility Robotics“-მა დადეს შეთანხმება, რომ ისინი 2020 წლიდან, რობოტების ტესტირებას შეუდგებიან, რომლებიც უფასო მიტანის სერვისს შეასრულებენ. ამის შესახებ, გამომცემლობა „The Wall Street Journal“-ში იუწყებიან.

აღსანიშნავია, რომ ამ ექსპერიმენტში, ფორდის 100 მანქანის გამოყენებაა დაგეგმილი. პირველ ეტაპზე, რობოტებს 18 კილოგრამიანი გზავნილის მიწოდება ექნებათ დავალებული. ისინი გარემოში ორიენტირებას, კამერებით და სენსორებით მოახდენენ.