Georgian Airwaus-ში რუსეთის მოქალაქეების აზრით ყველაზე გემრიელი კვებაა

ქართული ავიაკომპანია “Georgian Airways-ი” იმ 10 ავიაკომპანიას შორის მოხვდა, რომელთა ბორტზეც, რუსეთის მოქალაქეების აზრით, ყველაზე გემრიელი კვებაა,აღნიშნულია მოგზაურობის ონლაინ-სერვისის Туту.ру-ს განცხადებაში.

Туту.ру-მ  2018 წლის აპრილიდან 2019 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში მგზავრების მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული დაახლოებით 27,5 შეფასება გაანალიზა. თავიანთ შთაბეჭდილებებს მგზავრები ფრენის შემდეგ ტოვებდნენ.

მგზავრებს ათქულიანი შკალით ავიაკომპანიაზე ზოგადი შთაბეჭდილება, ბორტგამცილებლების ურთიერთობები, კვების ხარისხი, თვითმფრინავის მდგომარეობა და გაფრენის სიზუსტე უნდა შეეფასებინათ.

 

წყარო: sputnik-georgia.com